90 წლის ასაკში კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა.
"მოდის მატარებელი", "აეროპორტი", "გზაში"(1964), "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"(1967), "დიდედები და შვილიშვილები"(1969), "პირველი მერცხალი"(1975), "ნამდვილი თბილისელი", "იმერული ესკიზები"(1979), "უკვდავების თეთრი ვარდი"(1985)-ეს ნანა მჭედლიძის ფილმებია.
ის იყო მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი, საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის მფლობელი.