20 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
29 წლის თამარ ბაბილუამ ეროვნული რეკორდი დაამყარა - მუსიკოსმა ფორტეპიანოზე 25 საათი გადაბმულად დაუკრა

29 წლის თამარ ბაბილუამ ეროვნული რეკორდი დაამყარა - მუსიკოსმა ფორტეპიანოზე 25 საათი გადაბმულად დაუკრა.

თამარ ბაბილუა სამ საათში ერთხელ 15 წუთი ისვენებდა, გუშინ დაწყებული მარათონი კი დღეს პირველ საათზე დასრულდა.

მუსიკოსმა ქართული და უცხოური რეპერტუარიდან ათასზე მეტი ნაწარმოები შეასრულა და თითქმის ყველა ჟანრის კომპოზიცია დაუკრა. თამარ ბაბილუას მუსიკალური კარიერა 3 წლის ასაკიდან დაიწყო. ეროვნული რეკორდსმენი არაერთი მუსიკალური კონკურსი გამარჯვებული და ლაურეატია.

დღის ამბები