20 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლები ფოთის პორტში შესასვლელი გზის გადაკეტვით იმუქრებიან

ფოთში, ლარნაკას ქუჩაზე უკვე მეორე დღეა, სატვირთო ავტომობილების მძღოლები აქციას მართავენ. ქართველი მძღოლები მოითხოვენ, რომ უცხოელ მძღოლებთან თანაბარ პირობებში მუშაობის საშუალება მიეცეთ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, გადამზიდავი კომპანიები პრიორიტეტს უცხოელ მძღოლებს ანიჭებენ, რის გამოც ისინი დაუსაქმებლები და შემოსავლის გარეშე რჩებიან.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დახმარებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფოთის პორტისკენ შესასვლელის გადაკეტვით იმუქრებიან.

დღის ამბები