ფარული ჩანაწერების შექმნასა და გავრცელებაში ლგბტ პირების უფლებადამცველი ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს.
გიორგი ტატიშვილმა მთავარ პროკურატურას ყველა იმ პირის ვინაობა დაუსახელა, ვისაც, მისივე ინფორმაციით, ამ საქმესთან კავშირი აქვს.
ტატიშვილის თქმით, ერთ–ერთი მათგანი მოქმედი გავლენიანი მინისტრია, ყოფილი მინისტრი კი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს ამონტაჟებენ. მისივე ინფორმაციით, პროკურატურას უკვე აქვს ყველა IP მისამართი, საიდანაც ფარული მასალები ვრცელდება.