20 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
12-დღიანი მოჩვენებითი სიმშვიდე უნივერსიტეტში დღეს სტუდენტების შიმშილობით დაირღვა

მოჩვენებითი სიმშვიდე სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ 12 დღე გაგრძელდა. დღეს სტუდენტების ნაწილმა ისევ აქციების ფორმას მიმართა და ამჯერად შიმშილობა დაიწყო. სტუდენტური თვითმართველობის მთავარი მოთხოვნა ისევ რექტორის გადადგომაა.

ლადო პაპავას თანამდებობიდან წასვლის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ უნდა დამდგარიყო, რაც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მოკვლევას დაასრულებდა და ვლადიმერ პაპავას საქმიანობაზე დასკვნას დადებდა. თუმცა, თვითმართველობამ საბჭოს უნდობლობა გამოუცხადა და მეორე კორპუსი ისევ სტუდენტური პროტესტის ეპიცენტრად იქცა.

თვითმმართველობის მიერ შიმშილობის დაწყებას პოპულისტურ ნაბიჯად აფასებენ მეორე სტუდენტური ჯგუფის წევრები 115–ე აუდიტორიიდან. თუმცა, რექტორის პასუხისმგებლობის საკითხს ისინიც აყენებენ და უნივერსიტეტში 2–თვიანი გარდამავალი პერიოდის გამოცხადებას მოითხოვენ.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე 

დღის ამბები