სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილ შეიხი შანტაჟსა და მუქარაში სუს-ს ადანაშაულებს. ვაგიფ აქპეროვი კონკრეტულ ფაქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია და ის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა აიძულეს, ეს გადაწყვეტილება მიეღო.
ვაგიფ აქპაროვის მტკიცებით, ის 2013 წლის 27 დეკემბერს სუს-ის შენობაში გვიან ღამით დაიბარეს და თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრნენ, რომ პირადი ცხოვრების მასალებს გამოუქვეყნებდნენ.
ვაქიფ აქპაროვს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში პასუხობენ, სადაც აცხადებენ, რომ აქპაროვი მუსლიმი თემის სახელით საკუთარი მიზნების მისაღწევად მანიპულირებს.
ვაგიფ აქპაროვის საქმეს სწავლობს ომბუდსმენი.
უსაფრთხოების სამსახურში მის ბრალდებებს არ პასუხობენ. ასევე უცნობია, დაიწყებს თუ არა გამოძიებას მთავარი პროკურატურა.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი