20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
მაგთიკომი კავკასუს ონლაინის აქტივების მფლობელი ხდება

მაგთიკომი კავკასუს ონლაინის აქტივების მფლობელი ხდება. კომპანიის მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადბის მიხედვით, მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდა და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე საოპერაციო აქტივების ყიდვა-გაყიდვა მოხდება.

კომპანიების ამ გადაწყვეტილებაზე წინასწარი თანხმობა უკვე გასცა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ.

მაგთიკომსა და კავკასუს ონლაინს ყველა იმ შეძენაზე მიეცემა თანხმობა, რომელსაც საკუთარი აბონენტებისთვის მაუწყებლობის მისაწოდებლად იყენებს. ორ კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმით, კავკასუს ონლაინი წყვეტს ნებისმიერ მესამე პირთან მოლაპარაკებების წარმოებას.

დღის ამბები