20 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
თსუ-ის თვითმმართველობის წევრები შიმშილობას განაგრძობენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მოშიმშილე წევრებმა უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში ღამე გაათენეს.

7-მა სტუდენტმა შიმშილობა გუშინ საღამოს დაიწყო. როგორც ამბობენ, რექტორის გადადგომამდე აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

ისინი ლადო პაპავას კვლავ ადანაშაულებენ ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის მფარველობაში და ამბობენ, რომ ის ვერ მართავს უნივერსიტეტს.

რექტორის გადაყენებას ითხოვს აუდიტორია 115-ც, თუმცა რეფორმირების შემდეგ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის კი სასწავლებლესაც და განათლების სამინისტროსაც ორ თვიან ვადას აძლევენ.

უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში კი განმარტავენ, რომ ეს რთული პროცესია და შესაძლოა ვერ მოესწროს ორ თვეში.

დღის ამბები