ასწლოვანი ტიტა, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის შესასვლელთანაა უკვე გადატანილი, იმ ადგილამდე კი სადაც უნდა ჩაირგოს, დაახლოებით 200 მეტრია დარჩენილი.
დანიშნულების ადგილამდე მის მიტანას და ჩარგვას დღეისთვის ვარაუდობენ.
ბეტონის ფილები კი, რომლითაც ასწლოვანი ტიტა ციხისძირიდან შეკვეთილში ზღვით მიიტანეს, სავარაუდოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელუხლებელი დარჩება, თუმცა რამდენი ხნით, ამას ვერც იმ კომპანიაში აკონკრეტებენ, ვინც სამუშაოებს აწარმოებს.