20 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
"ცესკოს" ყოფილ თანამშრომლებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

ცესკოს ყოფილ თანამშრომლებს დღეს სარჩელი შეაქვთ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ისინი დისკრიმინაციაზე საუბრობენ.

მათი შეფასებით, მიზეზი, რის გამოც ვადის ამოწურვის შემდეგ, მათ აღარ მიეცათ შესაძლებლობა ისევ გაეგრძელებინათ მუშაობა, პროფესიული კავშირების გაერთიანებაში გაწევრიანებაა.

მათივე თქმით, ვინც დატოვა ეს გაერთიანება, ყველამ განაგრძო საქმიანობა ცესკოში. როგორც ამბობენ, მათთვის არავის არ განუმარტავს, რა მიზეზით აღარ აირჩიეს ისინი ხელმეორედ.

„მოთხოვნაა, დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტი და ცესკოს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ.

დღის ამბები