20 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
შორენა ბეგაშვილის შვილის მორიგი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილისთვის გუშინ ჩატარებული მორიგი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა.

იაშვილის სახელობის კლინიკის ინფორმაციით, ოპერაცია 4 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც პაციენტი გადაიყვანეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

14 წლის გოგონას გუშინწინ ოპერაცია ხერხემალზეც ჩაუტარდა, როგორც კლინიკაში აცხადებენ, ეს ოპერაციაც წარმატებით დასრულდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები