20 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ბაღების დირექტორების შემდეგ, სამსახურიდან გათავისუფლებას მათი მოადგილეებიც აპროტესტებენ

პროტესტის ახალი ტალღა ბაღების სააგენტოს წინააღმდეგ. გათავისუფელბული დირექტორების შემდეგ, სამსახურიდან გაშვებას მათი მოადგილეებიც აპროტესტებენ. დილიდან ისინი თემურ თორდინავასთან შეხვედრას ითხოვნდნენ, თუმცა შენობაში შესვლის უფლება დაცვის სამსახურმა არ მისცა.

"მოხსნა დირექტორები იმიტომ, რომ თქვა მონიტორინგი შევიდაო და რაღაც დარღვევები აღმოუჩინა. ჩვენ ერთი კვირის წინ ორჯერ იყო მონიტორინგი მოსული და რამდენადაც ვიცი ისინი წამოვიდნენ დადებითად. არავის ჩემთვის საყვედური არ მოუცია ახლა გამცეს პასუხი რის საფუძველზე მათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან", – განაცხადა ერთ-ერთი ბაღის ყოფილმა მოადგილემ.

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები