თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს სკოლამდელი ბავშვების მშობლებმა. ამ ფორმით მათ ბაღებში მიმდინრე პროცესები გააპროტესტეს და გადამყვწეტილების მიმღებ პირებთან შეხვდეა მოითხოვეს. ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას ცდილობდნენ დღეს ყოფილი დირექტორების ასევე გათავისფუელბული მოადგიეებიც. საკადრო გადაყვწეტილებებს ისინი პოლიტიკური მოტივებით ხსნიან,
"პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს, იმიტომ, რომ ყველაფერი სახეზეა, განვითარებული მოვლენები, საქმეში ჩახედული ადამიანები, თავის საქმის პროფესიონალები, ყველა ერთად ხედავს, რომ აქ არის რაღაც პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე მოვლენები. ჩვენ არ მივცემთ არავის უფლებას, რომ გავიდეს კანონის ფარგლებიდან და ჩვენი შვილების უფლებები უფლებები დაირღვეს", - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.
მშობლები ასევე აცხადებენ, რომ თუ არ მიაქცევენ ყურადღებას, მაშტაბურად ყველა ბაღის მშობელი გამოვა და გააპროტესტებენ.
ავტორი: ეკო მაღრაძე