თემურ თორდინავასთან შეხვედრის უშედეგო მცდელობის შემდეგ, ბაღებიდან გათავისფულებულმა დირექტორის მოადგილეებმა საკრებულოში გადაინაცვლეს, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეხვდნენ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თქმით, ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ სამსახურის გაგრძელების შესაძლებლობა და ასევე უნდა იქნას გამოძიებული სუსი ის ჩართულობა.
"ის თითქოს არსებული საფუძვლები, არანაირ კავშირში არ არის შრომის კოდექსთან და სამართლებრივ საფუძვლებთან. ამის გამო რა თქმა უდნა, უდნა დაგეს ბაგა ბაღების დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი, უნდა დადგეს თბილისის მერის პასუხიმგებლობის საკითხი. ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ სამსახურის გაგრძელების შესაძლებლობა და ასევე უნდა იქნას გამოძიებული სუსი ის ჩართულობა რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ", - განაცხადა აბესაძემ.
ავტორი: ეკო მაღრაძე