ბაღებში მიმდინრე პროცესებს და სკოლამდელი ბავშვების მშოლბელის პროტესტს გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი. მისი თქმით, თითოეული გათავისუფლებული დირექტორი, გათავისუფლდა განმეორებითი შენიშვნის გამეორებით დარღვევის საფუძველზე.
"თბილისის მერიის აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ და ასევე ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ დაიდო შესაბამისი დასკვნები, დასკვნებში საკმაოდ არგუმენტირებულია, საფუძვლები თუ რის გამო გათავისუფლდნენ დირექტორები. თითოეული გათავისუფლებული დირექტორი, გათავისუფლდა განმეორებითი შენიშვნის გამეორებით დარღვევის საფუძველზე", - განცხადა ნინა ხატისკაცმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა მელიას თქმით, დირექტორები სააგენტოს შანტაჟის ქვეშ არიან მოქცეულები.
"სააგენტო აღარ ესაუბრება თანამშრომლებს, ესაუბრება დირექტორები, შესაბამისად დირექტორებიც არიან სააგენტოს მიერ შანტაჟის ქვეშ მოქცეულები, ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი ტალღა უკანონობისა და ბატონი თორდინავა მანამ სანამ იქ ასობით ადამიანი მიუვარდება მის სამუშაო ოთახში და არ გამოიყვანენ ძალ დატანებით, მანამ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
ავტორი: ეკო მაღრაძე