20 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
"აუდიტორია 115" თსუ-ში დროებითი მმართველობის შემოღებას ითხოვს

აუდიტორია 115 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დროებითი მმართველობის შემოღებას ითხოვს. სტუდენტური მოძრაობა რექტორის გადადგომას ე.წ. გარდამავალ პერიოდში უადგილოდ მიიჩნევს.

თვითმმართველობის წევრების მიერ შიმშილობის დაწყებას კი მიზანმიმართულ კამპანიად აფასებენ.

აუდიტორია 115-ის წევრები უმაღლეს განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასა და თვითმმართველობის სტრუქტურულ რეფორმას მოითხოვენ, რისთვისაც განათლების სამინისტროსა და უნივერისტეტის ადმინისტრაციას ორთვიან ვადას აძლევენ.

დღის ამბები