თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის 7 წევრი მეორე დღეა შიმშილობს. ისინი ლადო პაპავას გადადგომას ითხოვენ.
სტუდენტების ეს ჯგუფი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. დღეს მათ დოკუმენტებიც წარადგინეს.
პრეტენზიები რექტორთან თვითმმართველობას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებითაც აქვთ.