20 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა - გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ამ დროისათვის საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ძლიერი ქარბუქისა და თოვის მიუხედავად, ახორციელებენ ჩამოსული ზვავის გაწმენდით სამუშაოებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ დღის ბოლოსათვის აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა წმენდის ინტენსივობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე.

დღის ამბები