უჩა ნანუაშვილმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის საკითხზე ისაუბრა, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაარეგისტრირა. სახალხო დამცველის თქმით, ამ ეტაპზე ეს საკითხი აქტუალური არ არის და ამის განხილვა საზოგადოებაში არ უნდა მიმდინარეობს.
„საკითხი ჩვენ დეტალურად არ შეგვისწავლია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ის თემა, საკითხია, რომელიც ყველაზე აქტუალური და პრიორიტეტულია ქვეყნისთვის, ქვეყანას გაცილებით მეტი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, ვიდრე ეს საკითხი,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ავტორი: ნათია გოგსაძე.