20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის შესაძლო გასხვისება აქციით გააპროტესტეს

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის შესაძლო გასხვისება საყდრისის კომიტეტის წევრებმა გააპროტესტეს. მათ უზნაძის ქუჩის 14 ნომერში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

კომიტეტის წევრების განცხადებით, ქონების გასხვისება სიმბოლურ ფასად ინტერესთა კონფლიქტის პირობებში იგეგმება. აქციის მონაწილეები არქეოლოგიური ცენტრის ავარიული შენობის შენარჩუნება-რეაბილიტაციას ითხოვენ.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ცენტრის ქონება სახელმწიფო ბალანსზეა და მისი გასხვისება  სამომავლოდ არ იგეგმება.

დღის ამბები