საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორების პროტესტს დღეიდან გათავისუფლებული მოადგილეები უერთდებიან. ამ შემთხვევაშიც სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები ბაღების სააგენტოს გადეაწყვეტილების უკან პოლიტიკურ მიზეზებს ასახელებენ. დღეს განმარტებებს ისინი თემურ თორდინავასგან ელოდებოდნენ, თუმცა აქციის მონაწილეებს სააგენტოს ხელმძრვანელთან შეხვედრის საშუალება დაცვის სამსახურმა არ მისცა.
თორდინავასთან შეხვედრის უშედეგო მცდელობის შემდეგ ყოფილმა მოადგილეებმა შეხვედრა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში გამართეს. დეპუტატების განცხადებით, როგორც დირექტორების, ისე მოადგილეების შემთხვევაში გათავისუფლების რეალური მიზეზი პოლიტიკურია, რაზეც თანამდებობრივი პასუხისმგებლობა თემურ თორდინავას უნდა დაეკისროს.
ყოფილი დირექტორებისა და მოადგილეების მსგავსად ბაღების საკადრო გადაწყვეტილებას აპროტესტებენ აღსაზრდელების მშობლებიც. ისინი შეხვედრას მერიის მაღალჩინოსნებთან ითხოვენ, წინააღმდეგ შეთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ პროცესი უმართავი გახდეს.
გათავისუფლებული დირექტორები, მოადგილეები და აღსაზრდელების მშობლები პორტესტის გაგრძელებას ისევ გეგმავენ. მანამდე კი გათავისუფლებულების საკითხს ხვალ საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ.
ავტორი: ეკო მაღრაძე.