უნივერსიტეტის რექტორი გადადგა, სტუდენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა მოთხოვნები ისევ ძალაშია. საპროტესტო ტალღის განახლებიდან მეორე დღეს ვლადიმერ პაპავამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ახალი რექტორის არჩევნებამდე ის სასწავლებლის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.
რექტორთან ერთად კი გადაწყვეტილება დაშლის შესახებ აკადემიურმა საბჭომაც მიიღო, თუმცა ამ პროცედურას დაახლოებით სამი თვე დასჭირდება და ახალი საბჭოს არჩევა სავარაუდოდ პირველი ივლისის შემდეგ მოხდება.
პაპავას გადადგომას პირად გამარჯვებას უწოდებენ აუდიტორია 115-ის წევრებიც.
პაპავას გადაწყვეტილებას უწონებს პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი, ნაწილს კი მიაჩნია, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში პროცესები უმართავი გახდება.
უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოშიც.
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი. თავად პაპავა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას წინ ფართომასშტაბიანი აქციები უძღოდა.