სპეციალისტებმა ასწლოვანი ტიტა დანიშნულების ადგილზე მიიტანეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სპეციალისტებმა ხე ყოფილი პრემიერის რეზიდენციის მომიჯნავე ტერიტორიაზე შეიტანეს, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, დენდროლოგიური პარკი უნდა მოეწყოს.
ხის გადატანას დანიშნულების ადგილას 4 სატვირთო მანქანის დახმარებით ცდილობდნენ. ამ დროისთვის ტერირიტორია, სადაც ასწლოვან ტიტას დარგავენ შემოღობილია და იქ ჟურნალისტებს აღარ უშვებენ.
სპეციალისტების განმარტებით, ხის დარგვა შესაძლებელია დღესვე მოესწროს.
შეგახსენებთ, რომ ასწლოვანი ტიტა შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკში ციხისძირიდან გადაიტანეს. ხის გადატანით სამუშაოებს თითქმის ერთი კვირა დასჭირდა. სპეციალისტებმა ხის გადატანა ზღვაში ხელოვნური გზის დაგების შემდეგ შეძლეს.