20 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ლადო პაპავა გადადგომის მიზეზად სტუდენტების გარდა სხვა ფაქტორებსაც ასახელებს

ცოტა ხნის წინ დასრულდა ვლადიმერ პაპავას შეხვედრა სტუდენტებთან. ის შეხვდა, როგორც აუდიტორია 115-ის, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პაპავამ განაცხადა, მიუხედავად მისი დღევანდელი გადაწყვეტილებისა, სტუდენტებს კვლავ რჩებათ კონკრეტული მოთხოვნები და ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიმდინარე კვირას კიდევ ერთი დამატებითი შეხვედრა გაიმართება.

„მე ვითვალისწინებ აბსოლუტურად ყველა ფაქტორს. ერთი მხარის განცხადებასაც, მეორე მხარის განცხადებასაც, მაგრამ მე ვარ დამოუკიდებელი პიროვნება, გადაწყვეტილება მივიღე ყველა შექმნილი მომენტის გათვალისწინებით, როგორც სტუდენტების ისე არა მარტო სტუდენტების. არის მთელი რიგი საინტერესო და  სერიოზული თემები, რომელზე ლაპარაკსაც მე დღეს არ ვაპირებ,“-განაცხადა ლადო პაპავამ.

აუდიტორია 115-ისა და ლადო პაპავას შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა განაცხადეს, მათი მოთხოვნაა, არსებულმა აკადემიურმა საბჭომ არ აირჩიოს კანცლერი.

რაც შეეხება თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა შეწყვიტეს, პროტესტს გააგრძელებენ მანამ, სანამ უმაღლეს სასწავლებელს ოდეერები არ დატოვებენ.

დღის ამბები