ეს შენ გეხება ისევ გვისმენენ კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, საკუთარ ინიციატივებს დღეს პარტია ახალი მემარჯვენეების წევრებს გააცნობენ.
ისინი კანონმდებლობის გამკაცრებას და დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნას,ასევე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე დაწყებული საქმის დროულად გამოძიებას და ამ პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც.
ეს შენ გეხება ისევ გვისმენენ კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან გეგმავენ კონსულტაციების გამართვას.