საბავშვო ბაღებიდან დირექტორებისა და მათი მოადგილეების გათავისუფლების საკითხს დღეს განათლების კომიტეტში განიხილავენ.
სხდომას გათავისუფლებული თანამშრომლებიც დაესწრებიან. ისინი კანონმდებლებს მიაწვდიან ინფორმაციას და ინიციატივით მიმართავენ მონიტორინგი გაუწიონ გათავისუფლების პროცესს.
უმრავლესობის წევრების თქმით, მზად არიან მათ მოუსმინონ, თუმცა მიაჩნიათ, რომ საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რადგან დოკუმენტურად დასაბუთებულ კონკრეტულ დანაშაულსა და გადაცდომაზეა საუბარი.
საპარლამენტო უმცირესობა კი ბაღებში საკადრო ცვლილებებს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. მათი აზრით, უნდა დადგინდეს გათავისუფლების რეალური მიზეზი.
საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორები კი მომავალ კვირას სარჩელის შეტანასაც გეგმავენ საქალაქო სასამართლოში.
ფოტო არქივი