დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით ჩატარებული რეფერენდუმის დღეა. ის საქართველოს მასშტაბით 1991 წელს ჩატარდა. მისი მიზანი 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.
მონაწილეთა 99-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.