პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების გავრცელების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა კამპანია ეს შენ გეხებას ფორმატში საგანგებო შეკრება უკვე დაანონსეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ. ცნობილია, რომ მათ კონკრეტული მიმართვები ექნებათ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან.
"ეს შენ გეხება თავიდანვე ჰქონდა მოთხოვნა, რომ გამოძიება მხოლოდ ადგილობრივი უწყებების ხელში არ ყოფილიყო. საჭირო იყო გამოძიების მიმართ მაღალი სანდოობის უზრუნველყოფა, შესაბამისი ექსპერტიზის მქონე პირების გამოძიებაში ჩართვა. რაც ხდება ეს არის გაგრძელება იმ ანტისახელმწიფოებრივი ტერორზე მიმართული ქმედების, რომლის მიზანია მთელი საზოგადოება ამყოფოს შოკის მდგომარეობაში. ამ ვიდეოების მიმართ ჩვენ არ გვაქვს ინტერესი, ჩვენ არ გვაინტერესებს არც ის რამდენად სიმართლეს ასახავს ეს ვიდეოები, არც ის, ვინ არიან მასზე ასახული. ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელიც მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელისუფლებამ ამ გამოწვევას უნდა უპასუხოს,“- განაცხადა ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე