20 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
„ეს ჩვენ გვანგრევს,"- ნოდარ ებანოიძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში შეფასებები გაკეთდა. ნოდარ ებანოიძე ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აღარ გავრცელდეს.

„ეს ჩვენ გვანგრევს, ეს მხოლო იმ პირების მიმართ არ არის მიმართული, ვინც შეიძლება აკმ კადრებში შეიძლება იყოს, ეს ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, ჩემ წინააღმდეგაც არის მიმართული, როგორც ერთი პიროვნების,“- განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.

ელისო ჩაფიძე პროკურატურას და შესაბამის ორგანოებს მიმართავს, რომ დამნაშავეები სწრაფად იყვნენ გამოვლენილნი და დასჯილები.  აცხადებს, რომ დამნაშავეები უმკაცრესად უნდა იქნან დასჯილი.

უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა აცხადებს, რომ მთავარი დამნაშავე ნაციონალური მოძრაობაა.

„მთავარი დამნაშავე ამაში არის ნაციონალური მოძრაობა, მათ შემოქმედებაა ეს,“- აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.

 

ავტორი: ანა წერეთელი

ამავე თემაზე
დღის ამბები