პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობაში განცხადებები გაკეთდა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას პასუხების გასაცემად რამდენიმე საათი აქვს.
"მე მგონი ზღაპარში არ ვცხოვრობთ, როდესაც ასობით ადამიანს მისდის ასეთი მესიჯები, როგორ შეიძლება რომ სამართალდამცავ ორგანოებმა ვერ მიაკვლიონ ვერანაირ კვალს, ეს არის სრული აბსურდი, ხელისუფლებას რამდენიმე საათი აქვს, რომ პასუხი გვითხრას, რომ პასუხი გვითხრას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ამაში თანამონაწილე არის ხელისუფლება თავისი პოლიციური სამართალდამცავი ორგანოებით, პოლიტიკური პოლიციით, რომელიც თავიდან ბოლომდე ამ პროცესში ჩართულია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ნაციონალურ მოძრაობაში მოქმედი ხელისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურის უმოქმედობაზე საუბრობენ.
„კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, თუ რატომ შეეშინდა უმრავლესობას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განხილვის ჩატარება გუშინ", - განაცხადა სერგო რატიანმა.
ავტორი: ანა წერეთელი