20 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე - სააპელაციო სასამართლოში პროცესი 3 საათია მიმდინარეობს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში პროცესი სამ საათზე მეტია მიმდინარეობს. მოსამართლე ტელეკომპანია საქართველოს ქონებაზე დადებულ ყადაღას განიხილავს.

 სააპელაციო სასამართლოში TV საქართველოს ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია საქართველოს წილები მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დააყადაღა, იმ დროს, როდესაც ეს წილები იყიდებოდა, შესაბამისად, მყიდველი იღებდა ვალდებულებას, რომ რუსთავი 2-ში დამატებით 6 მილიონის ინვესტიციას განახორციელებდა.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლეთა კოლეგიას ის არგუმენტები წარუდგინეს, თუ რატომ მიიღო მოსამართლე ურთმელიძემ გადაწყვეტილება უკანონოდ, და განაცხადეს, რომ წილების დაყადაღება უსაფუძვლო და უკანონო იყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს ქიბარ ხალვაშის მხარეს. ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ფიქტიური იყო. ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

დღის ამბები