ხვალიდან თელავის მოსახლეობას გაზის მომატებული ტარიფის გადახდა მოუწევს. კომპანია ვისოლ გაზის გადაწყვეტილებით, პირველი აპრილიდან აბონენტები 48 თეთრის ნაცვლად, 59-ს გადაიხდიან.
ამ საკითხთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობაში დღეს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარემ 5 ათასამდე მაცხოვრებლის ხელმოწერა წარმოადგინა სპეციალურ წერილზე, რომლის მიხედვითაც, ისინი გადაწყვეტილების შეჩერებას მოითხოვენ. დოკუმენტი მთავრობის კანცელარიას უკვე ჩაბარდა.