20 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ხმაური ფოთში - ტრაილერების მძღოლების აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

ხმაური იყო დღეს ფოთში - ტრაილერების მძღოლების აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სამართალდამცავებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

უთანხმოების მიზეზი, ფოთის ვიცემერის შეთავაზებაზე აზრთა სხვადასხვაობა გახდა. მერიამ, აქციის მონაწილეებს, სამშაბათამდე აქციის დაშლა შესთავაზა და დახმარებას დაჰპირდა, თუმცა მძღოლების ნაწილს დაპირების არ სჯერა და აქციების შეწყვეტას არ აპირებს.

მათ უკვე მეოთხე დღეა გადაკეტილი აქვთ გადამზიდავ კომპანიებთან მისასვლელი გზა. ისინი განმარტავენ, რომ საერთაშორისო გადაზიდვებს აზერბაიჯანელი მძღოლები ახორციელებენ, ისინი კი სამუშაოს გარეშე რჩებიან.

აქციის მონაწილეები აზერბაიჯანელ მძღოლებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ.

დღის ამბები