თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადამდგარმა რექტორმა, პოსტის დატოვების მიზეზები, დღეს კიდევ ერთხელ განმარტა. ვლადიმერ პაპავა ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლა მხოლოდ სტუდენტურმა პროტესტმა არ გადააწყვეტინა.
შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა ბრძოლას აგრძელებენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები. რექტორის გადადგომის შემდეგ, ისინი უნივერსიტეტიდან ყველა იმ პირის გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კავშირი აქვთ.
რექტორის წასვლის შემდეგ, მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრები, აკადემიური საბჭოს დაუყოვნებლივ რეორგანიზაციას მოითხოვენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, კომენტარი განათლების მინისტრმა გააკეთა. თამარ სანიკიძე უნივერსიტეტის ავტონომიურობაზე საუბრობს და პოლიტიკურ ინტერესებს გამორიცხავს.
აკადემიური საბჭოს წევრები რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების თარიღს ხვალ გამოაცხადებენ. კანდიდატების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: მარიამ შანშიაშვილი.