20 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
გათავისუფლებული დირექტორები - განათლების კომიტეტმა ყოფილ ხელმძღვანელებს მოუსმინა

ბაღების დირექტორების მასობრივი გათავისუფლების საკითხი პარლამენტში ინაცვლებს - უმრავლესობის წინააღმდეგობის მიუხედავად, განათლების კომიტეტმა ყოფილ ხელმძღვანელებს დღეს მაინც მოუსმინა. მმართველმა გუნდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე უარი განაცხადა და მიზეზად სამომავლოდ დაგეგმილი სასამართლო განხილვა დაასახელა.

მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის საფუძველზეც დირექტორები გაათავისუფლეს, პარლამენტში თბილისის მუნიციპალიტეტმა გუშინ გადააგზავნა. უმრავლესობა გათავისუფლებულებს დოკუმენტის გასაჩივრებას სასამართლოში ურჩევს, ოპოზიცია კი მიღებული გადაწყვეტილების გამო დედაქალაქის მერს აკრიტიკებს.

მასობრივი გათავისუფლებების შესახებ, უმრავლესობა პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, ოპოზიცია კი პროცესში ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მონაწილეობაზე საუბრობს.

ნაციონალურმა მოძრაობამ ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია, პროცესში უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობას ამტკიცებს.

ავტორი: ეკო მაღრაძე. 

დღის ამბები