20 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია ბაღებიდან გათავისუფლებული პირების საკითხს დააყენებს

საბავშვო ბაღების დირექტორებისა და მათი მოადგილეების გათავისუფლების საკითხს დააყენებს დღეს საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობა.

ისინი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვენ, ასევე ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის გადაყენებას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების შეფასებით, საბავშვო ბაღების თანამშრომლები პოლიტიკურ ნიშნით გაათავისუფლეს და ამ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო ჩართული.

უმრავლესობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ისინი ნაციონალურ მოძრაობას დაძაბულობის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები