პარლამენტის შემდეგ, სახალხო დამცველი 1259 გვერდიან ანგარიშს ჟურნალისტებს აცნობს. დოკუმენტში ქვეყანაში არსებულ სამოქალაქო-პოლიტიკური ვითარებაზე, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კუთხით შექმნილი მდგომარეობაზეა საუბარი. უჩა ნანუაშვილი ასევე შეეხო რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდირაე პროცესებს.
"2015 წლის ბოლოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესახებ მიმდინარე სასამართლო დავის პროცესში მწვავედ დადგა ჯანსაღი მედიაგარემოს შენარჩუნების და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საკითხები. დროებითი მენეჯმენტის შექმნა იყო უკანანო გადაწყვეტილება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი ასევე შეეხო პარლამენტის წინ აქციის დროს დავით ლორთქიფანიძის შეურაცხყოფის ფაქტზე დაკავებული 3 პირის საქმეს.
"პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილე 3 პირს დავით ლორთქიფანიძის შეურაცხყოფის ფაქტზე წინასწარი პატიმრობა მიესაჯა მაშინ, როდესაც სხვა არაერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები გახლდნენ ზეწოლის ობიექტი, პატიმრობა არ ყოფილა გამოყენებული და სასამართლო ადმინისტრაციული ჯარიმებით შემოიფარგლებოდა. აღნიშნული მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი, შერჩევითი სამართლის ნიშნებს აჩენს", - აღნიშნა ნანუაშვილმა.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი