20 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
უჩა ნანუაშვილის განცხადებით "პანორამა თბილისის" მშენებლობის ნებართვა საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფით გაიცა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დედაქალაქის მერიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პროექტ პანორამა თბილისის მშენებლობის ნებართვის გაცემა საერთაშორისო ნორმების დარღვევით მოხდა.

პანორამა თბილისის მშენებლობა მიუხედავად მისი მასშტაბებისა და გავლენისა დედაქალაქის არსებულ გარემოზე, კანონმდებლობის თანახმად მისი  მშენებლობის ნებართვა გაიცა მარტივი ადმინისტრაციული წესით, შესაბამისად საზოგადოების ჩართულობა მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე პრაქტიკულად არ არსებობდა, რაც საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით გაუმართლებელია და საერთაშორისო მოთხოვნების უგულებელყოფას წარმოადგენს,”-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები