20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
„სენაკსა და თელავში ორი კლინიკა აშენდება“, - მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთს შორის

ჯანდაცვის  სამინისტროსა და საქართველოში ჩინეთის  საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური მრჩეველის ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში ფსიქიატრიული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და კლინიკების მშენებლობას სენაკსა და თელავში. 

საქართველოში ჩინეთის არქიტექტურული დიზაინის ჯგუფი იმყოფება, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ფსიქიატრიული კლინიკის პროექტზე იმუშავებენ.

დღის ამბები