20 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
"მიმართვები რჩებოდა ადეკვატური რეაგირების გარეშე,"-უჩა ნანუაშვილი იუსტიციის საბჭოზე საუბრობს

სახალხო დამცველი საკუთარი ანგარიშის წარდგენისას მოსამართლეების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭომ მისი უწყების არაერთი მიმართვა შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვა.

„სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეწყო დისციპლინური დევნა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც ხორციელდებოდა საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები, თუმცა მიმართვები რჩებოდა ადეკვატური რეაგირების გარეშე,“-აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

დღის ამბები