არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის ანგარიშს აფასებს და აცხადებს, რომ აქცენტი გაკეთდა იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ აქტუალურია.
„აქცენტი კიდევ ერთხელ გაკეთდა ფარულ ჩანაწერებზე და ამ პრობლემის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის საჭიროებაზე რაც რა თქმა უნდა სრულიად გაზიარებულია სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც,“-განაცხადა საია-ს ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა.
„ჩვენ ვნახეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაერთი მოქმედება, რომელიც იწვევდა ძალიან დიდ კრიტიკას დამკვირვებელი ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ეს ძირითადად ეხებოდა მოსამართლეების დანიშვნის სრულიად დაუსაბუთებელ და გაუმჭვირვალე პრაქტიკას,“-აღნიშნა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა სოფო ვერძეულმა.