ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მრჩეველთა მისიაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი შემადგენლობა როტაციით მიემგზავრება.
გამგზავრებამდე სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა.
თინათინ ხიდაშელმა სამხედროებს მისიის წარმატებით შესრულება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
„ამ ბიჭების გამგზავრების შემდეგ მოხდება სწორედ საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებაც. აღარ არის ცენტრალური აფრიკა რთული მისია, რისკები მინიმალურია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იქნება,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.