ხმაური იყო თბილისის საკრებულოში - დეპუტატებს შორის კამათის თემა ბაგა-ბაღების დირექტორების გათავისუფლება იყო.
ნაციონალური მოძრაობა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
„საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით არის შენიშვნები მიცემული იმ ადამიანებისთვის, ვისი უსაფუძვლოდ გათავისუფლებაც მოხდა. საკრებულო ვერ დარჩება ამ პროცესები მიღმა,“ - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის ამ განცხადებებს, უმრავლესობის მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა.
„თქვენ შეცდომებს მიხედეთ. სწორად მოიქცა სააგენტო, როდესაც გაათავისუფლა ის ადამიანები,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის წევრმა ია მაკასარაშვილმა.