ხმაური იყო თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე - 63 ნომერში მცხოვრებლები კორპუსის გვერდით მრავალსართულიანი სახლის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აპროტესტებენ.
ადგილობრივების განმარტებით, მშენებლობის დასაწყებად კლდე უნდა მოიჭრას, რაც მათ საცხოვრებელს დააზიანებს და შექმნის ეკოლოგიურ საფრთხეს.
მათ პრეტენზიებს იზიარებს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც და ნებართვის გაუქმებას ითხოვს.
„ვინც ნებართვა გასცა, ან არის უვიცი და ვერ ხვდება რა ნებართვა გასცა და რამდენად საფრთხის შემცველია ეს კორპუსი მოსახლეობისთვის. ან არის მავნებელი და რაღაც ანგარების გამო გააკეთა ეს ყველაფერი,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მოსახლეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი შეხვდა.