20 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
დირექტორების გათავისუფლება პარლამენტშიც და საკრებულოშიც ოპოზიციამ პოლიტიკურ დევნას დაუკავშირა

საბავშვო ბაღებში საკადრო წმენდაზე დღეს უკვე პარლამენტის და თბილისის საკრებულოს სხდომებზე ერთდროულად კამათობდნენ. დეპუტატებს თბილისშიც და ქუთაისშიც ერთნაირი არგუმენტები აქვთ–ოპოზიცია პოლიტიკურ დევნას აპროტესტებდა, მმართველი პარტია კი ისევ წინა ხელისუფლების დანაშაულზე საუბრობს.

ბაღების დირექტორის გათავისუფლების საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა თბილისშიც. საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა საკითხის შესასწავლად სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვეს. 

ბაღების დირექტორების საკითხზე სასაუბროდ მზად არიან უმრავლესობის წევრებიც, თუმცა კომისიის შექმნას გამორიცხავენ.

დღესვე საკრებულოში, ბაღების დირექტორების სამსახურში აღდგენისა და დეპუტატებთან შეხვედრის მოთხოვნით, 400-მდე მშობლის ხელმოწერა შევიდა.

ბაგა-ბაღებში მიმდინარე მოვლენები დღეს კიდევ ერთხელ შეაფასა თბილისის მერმა. დავით ნარმანიამ საკითხის პოლიტიზირების მცდელობაში კვლავ ოპოზიცია დაადანაშაულა.

ავტორი: თათია ხორბალაძე. 

დღის ამბები