20 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
სახალხო დამცველის 1259 გვერდიანი ანგარიში-დოკუმენტში "რუსთავი 2-ის" საქმეც მოხვდა

სახალხო დამცველის 1259 გვერდიან ანგარიშში ერთი თავი ქვეყანაში მედიაგარემოს და ტელეკომპანია, რუსთავი 2-ის სასამართლო საქმეს ეთმობა. ქვეყნის მთავრი ომბუდსმენი თვლის, რომ 2015 წელს მწვავედ დადგა ჯანსაღი მედია გარემოს შენარჩუნებისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საკითხები. უჩა ნანუაშვილი კრიტიკულად აფასებს მოსამართლის მიერ მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას.

ომბუდსმენს ანგარიშში საუბარია ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. საანგარიშო პერიოდში და მოცულობით ანგარიშში დიდი ნაწილი ეთმობა, ქვეყანაში ადამიანის უფლებების საკითხს და ბოლო წელს გაზრდილ განცხადებების რაოდენობას, პოლიციელთა მხრიდან უფლებების გადამეტების ფაქტებზე. ომბუდსმენი კრიტიკულია სასამართლოს რეფორმირების შეფასებისას. 

სახალხო დამცველის ანგარიშში უკვე მეორედ მოხვდა საყდრისი-ყაჩაღიანის საქმე. ნანუაშვილი ასევე მწვავედ აფასებს პანორამა თბილისის პროექტსაც.

სახალხო დამცველის ანგარიში გუშინ ღამით პარლამენტში ელექტრონულად უკვე დარეგისტრირდა, დეპუტატები მას ჯერ არ გაცნობიან, შესაბამისად უცნობია, როდის განიხილავენ მას.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები