20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები თანამდებობას 15 მაისს დატოვებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები თანამდებობას 15 მაისს დატოვებენ.

ინფორმაცია ამის შესახებ, საბჭოს წევრებთან ერთ საათიანი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

საბჭოს უმოკლეს ვადებში დაშლა აუდიტორია 115-ის წევრებმა მოითხოვეს, რომლებიც საბჭოს არსებულ შემადგენლობას უნდობლობას უცხადებენ. ისინი თვლიან, რომ უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის მომავალი არჩევნები არსებული საბჭოს პირობებში არ უნდა ჩატარდეს.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საბჭოს დაშლის გადაწყვეტილებას უნივერსიტეტისთვის სასიკეთო ნაბიჯად აფასებს.

ვლადიმერ პაპავა პოსტს პირველ მაისს დატოვებს და მას ჯერ არარჩეული მოვალეობის შემსრულებელი ჩაანაცვლებს. 15 მაისს კი მოქმედი აკადემიური საბჭო დაიშლება და მომდევნო ახალი რეგულაციების მიხედვით შეიკრიბება. 

აკადემიურმა საბჭომ დღეს კიდევ ერთ საკითხზე იმსჯელა - რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების თარიღზე, თუმცა, გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე. 

დღის ამბები