აფეთქება ბათუმში - საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად ერთი პიროვნება დაშავდა, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.