20 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
აფეთქებამ ბათუმში 15-მდე ბინა დააზიანა

აფეთქებამ ბათუმში 15-მდე ბინა დააზიანა, არის დაშავებულიც. 78 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პირველი და მეორე ხარიხსის დამწვრობებით ქუთაიში გადაიყვანეს.

აფეთქება დაშაებულის ბინაში, კორპუსის პირველ სართულზე მოხდა.

როგორც ადგილზე განაცხადეს, სადარბაზოში 15-მდე ბინაა დაზიანებული, თუმცა ყველაზე მძიმე მდგომარეობა პირველ და მეორე სართულზეა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის სამდღიანი გათიშვის შემდეგ მარტოხელა მამაკაცს გაზის ონკანი არ ჰქონდა გადაკეტილი, რის გამოც, გაზის მოსვლის შემდეგ, ოთახში შუქის ანთებამ აფეთქება გამოიწვია.

შემთხვევის მიზეზს გამოზიება დაადგნეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები, სახანძრო სამსახურის ეკიპაჟები და სოკარის საავარიო ჯგუფები მუშაობდნენ.

დღის ამბები