რამდენიმე ქართველი დიზაინერის დებიუტი შედგა გუშინ მოდის კვირეულზე. ტანსაცმლის კოლექციები საქართველოში ცნობილმა ხელოვანებმა წარმოადგინეს.
კვირეულის ყველაზე მრავალფეროვანი დღე პოდიუმის გარდა, გამოფენებსაც მოიცავდა. თბილისი fashion week კიდევ ორ დღეს გასტანს.
თბილისის მოდის კვირეულზე ანა დათუკიშვილმა 2016-2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. დიზაინერმა სადებიუტო ჩვენებისთვის სამოსი მისი ასაკის გოგონებისთვის შექმნა.
რიგით მეცამეტე თბილისი მოდის კვირეული სხვადსხვა ლოკაციაზე დღეს განახლდება და კიდევ ორი დღე გაგრძელდება.